“მსოფლიომ იხილა, საქართველოს მხედარმთავარი როგორ მიცუცხავდა ბრძოლის ველიდან” – გოგა ხაინდრავა აგვისტოს ომზე

“დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული, ძალიან ტრაგიკული და სამარცხვინო თარიღი საქართველოს, როგორც ქვეყნის ისტორიაში”, – ასე შეაფასა საქართველოს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, რეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ, საქართველოში 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე მოვლენები “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც გიორგი ხაინდრავამ განაცხადა, რუსეთი ისტორიულად ყოველთვის არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს, თუმცა, ის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ბრძოლის ველიდან ჩაცუცქული გაიქცა, იყო ქვეყნის სირცხვილი.

“ტრაგიკული თარიღია იმიტომ, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად 2008 წლის აგვიატოში ჩვენ დავკარგეთ 400 ზე მეტი ადამიანი. დაიჭრა და დასახიჩრდა უამრავი მშვიდობიანი მოსახლე და სამხედროები, დავკარგეთ 150 სოფელი და დღესაც 20% საქართველოს ტერიტორიის არის ოკუპირებული, ანექსირებული რუსეთის მიერ. ის მუდმივად არღვევს ყველანაირ საერთაშორისო შეთანხმებას, როგორც სჩვევია საუკუნეების მანძილზე და ეს არ არის პირველი შემთხვევა, ასე იყო 1801 წელს, მერე 1921 წელს და 2008 წელს. ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა იმ უამრავი იმ ადამიანისთვის, ვინც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი სახლი, კარი, სამშობლო და დღეს ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრებს. დაკარგეს შვილები, მამები, ძმები და მთელი ჩვენი ეს არის ტრაგედია საქართველოს მოქალაქისთვის ვინც აქ ცხოვრიბს. სამარცხვინო კი, არის იმიტომ, რომ მთელმა მსოფლიომ იხილა ჩოქბჯენში მდგომი საქართველოს მხედართმთვარი და პრეზიდენტი, როგორ მიცუცხავდა საბრძოლო ველიდან. ამან განაპირობა ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დამარცხება საქართველოს ისტრიაში,”- აცხადებს რეჟისორი.

მისი თქმით, ომი რეალურად დღენახევარში დამთავრდა და არანაირი წინააღმდეგობა საქართველოს ხელისუფლებას არ გაუწევია.

“არანაირი 5 დღიანი ომი არ ყოფილა. ომი მოხდა დღე ნახევარში და დამთავრდა რეალურად. პრინციპში, არანაირი წინააღმდეგობა საქართველოს ხელისუფლებას და ხელმძღვანელობას არ გაუწევია, ცალკეული ჯფგუფები მიტოვებული სააკაშვილის და მისი დამქაშების მიერ, ცხინვალის რეგინში, ათეულები, ასეულები გმირულად იბრძოდნენ და ცდილობდნენ შეეკავებინათ ის არმია, რომელიც მოდიოდა საქართვეკოსკენ და ამ ჯგუფების ვაჟკაცობაზე, თავდადებაზე გადავიდა ეს დღე ნახევარი. დღენახევრის მერე აღარც ერთი ქართველი ჯარისკაცი, გარდა ცალკეული პტარა ჯგუფებისა, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე აღარ იყო.

მეორე დანაშაული დაიწყო, რომლის სათავეში ასევე, იდგა სააკაშვილი, სამარცხვინო კაცი, მის ერთ-ერთ მსახურ უტიაშვილთან ერთად, რომელიც უტიფრად ყვიროდა და ატყუებდა მოსახლეობას, ხევში მაცხოვრებლებს ცხინვალის რეგიონში, რომ თურმე ქართული ჯარი უტევს ჯავას და ა. შ. და ამის გამო უამრავი ადამიანი არ გამოვიდა ხეობიდან, დარჩა თავის სახლში და რა ბედი ეწია მათ, მე ცალკე ფილმსაც ვიღებ და წიგნსაც ვწერ და იქ წაიკითხავს მაყურებელი და მკითხველი.

უტიაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, ისევე, როგორც სააკაშვილი, ისევე, როგორც ბოკერია, ბარამიძე, ოქრუაშვილი, მერაბიშვილი და მთელი ეს დაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც დაეპატრონა საქართველოს,”- განაცხადა გიორგი ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები