“მსგავსი პანდემია არ ახსოვს ქვეყანას, „ლოქდაუნი” გვაქვს, ერთი ნაბიჯი სრულ კარანტინამდე“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით მძიმე პროგნოზს აკეთებს და ამბობს, რომ  ძლიერი ჯანდაცვის სისტემით საქართველო იტალიასა და საფრანგეთს ვერც შეედრება.

„ომში ვართ… მსგავსი პანდემია 1918 წლის შემდეგ არ ახსოვს მსოფლიოს. „ღორის გრიპი“ არც შეედრება ამას. სიკვდილიანობა ბევრად მეტია. თუ დასაწყისში ჩინეთში სიკვდილიანობის პროცენტი ორსა და სამს შორის მერყეობდა, დღეს ხუთსა და ექვსს შორის მერყეობს. ზოგიერთ ქვეყანაში ისეთი ძლიერი ჯანდაცვის სისტემით, იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, 10- ა 12%-ს შორის სიკვდილიანობა. სადაც ძალიან განვითარებული რეანიმაციული სამსახურები აქვთ, სადაც ძალიან განვითარებული ჯანდაცვის სისტემებია, სადაც ჩვენ ვერ შევედრებით. ვერ შევედრებით ჩვენ ბრიტანეთის და საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემას,” – განცხადა ამირან გამყრელიძემ და საყოველთაო კარანტინიც არ გამორიცხა.

„ლოქდაუნი“ გვაქვს, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებულ ქვეყანაში. სრულ კარანტინამდე კი ერთი ნაბიჯია დარჩენილი. იმსჯელებს ამაზე საკოორდინაციო საბჭო. ჩემი რეკომენდაციები დღეს უკვე გავაჟღერე, იქნება სხვა რეკომენდაციებიც. რამდენიმე ნაბიჯი გვაკლია,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები