მრევლი, საქართველოს ყველა კუთხიდან, თბილისშ, მეტეხის ხიდზე შეიკრიბება

ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, თბილისში, სამშაბათს, 13 ნოემბერს, 17:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ასი ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისის გადაიხდის.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საპატრიარქოდან აცნობეს, მეტეხის ხიდზე მრევლი საქართველოს ყველა კუთხიდან შეიკრიბება.

„16:30 სთაათზე მეტეხის ხიდზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე თეატრალური დადგმით წარსდგება შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი “ წარმოდგენით „ასი ათასი წამებულის დღე“. შეგახსენებთ, რომ ყოველი წლის 13 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს 100000 მოწამის ხსენების დღეს. საუკუნეების წინ, ასი ათასი ქართველი სწორედ ამ დღეს შეეწირა წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას. ტრადიციულად ყოველ წელს საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბება მრევლი ასი ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე და ერთობლივი ლოცვით მიაგებს პატივს ჩვენს გმირ, წმინდან წინაპრებს“ – აღნიშნავენ საპატრიარქოში.

მსგავსი თემები