მრევლისთვის მონიშნული სპეციალური ადგილები და რეკომენდაციები – მზადება ტაძრებში

სამების საკათედრო ტაძარში მრევლისთვის ადგილებს ნიშნავენ. ტაძრის ტერიტორიაზე 2 ათასი სტიკერი კვირის ბოლომდე გაიკვრება. მრევლის გარდა, 2 მეტრიან დისტანციაზე, თეთრ ქაღალდზე დგომა მოუწევთ სასულიერო პირებსა და მედიის წარმომადგენლებს.

სამების შიდა ტერიტორიის გარდა, მრევლისთვის ადგილების მონიშვნა ხდება ტაძრის ეზოშიც, სადაც საეკლესიო ღვთისმსახურებას მორწმუნეები ხმის გამაძლიერებლებით მოისმენენ.

დისტანციის დაცვა მკაცრად გაკონტროლდება სხვა ტაძრებშიც. მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში მთელი ეზო გვირილებით მოხატეს, სწორედ ამ ყვავილებზე დადგება მრევლი.

2 მეტრიან დისტანციას უკვე მთელი კვირაა მკაცრად აკვირდებიან სიონის ტაძარში. სასულიერო პირები, საპატრიარქოს განცხადებას იზიარებენ და მზად არიან რეკომენდაციების შესრულებას დროულად შეუდგნენ. სხვა ეკლესიების მსგავსად, სიონში ღვთისმსახურების ხმას მრევლი ეზოშიც გაიგებს.

საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში. გავრცელებული განცხადების მიხედვით, ტაძარში მსახურებაზე დასწრება შეეზღუდებათ მათ, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.

მსგავსი თემები