“მოხარული ვართ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს დაინტერესებულ მხარეებთან” – აშშ-ს საელჩო

„მოხარული ვართ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს დაინტერესებულ მხარეებთან“,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში, რომელიც საელჩოს ტვიტერის  ოფიციალურ  გვერდზე გამოქვეყნდა, დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის მიმდინარე ონლაინ დისკუსიას ეხმაურება.

„მოვუწოდებთ პარლამენტს, სრულად გაითვალისწინოს ეუთოსა და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობაში, რათა ოქტომბერში გარანტირებული იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“,- ნათქვამია განცხადებაში.​

მსგავსი თემები