“მოწადინებული ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რათა საქართველო ევროპელი ტურისტების რუკაზე დარჩეს” – კარლ ჰარცელი

“მოწადინებული ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რომ საქართველო ევროპელი ტურისტების რუკაზე დარჩეს”, – ამის შესახებ განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გააკეთა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ დააანონსა ამბიციური გეგმა ტურიზმის სექტორში. მთავრობა შიდა ტურიზმის განახლებას 15 ივნისიდან, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების მიღებას პირველი ივლისიდან აპირებს. ჩვენ ვხვდებით, რომ იქნება სირთულეები. ვიცით, რომ მიმდინარეობს ორმხრივი დისკუსიები, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რათა ზაფხულის სეზონი არ დაიკარგოს, რაც ძალიან რთული იქნება. ამის მიზეზი არის არა მხოლოდ საქართველოში არსებული სიტუაცია, რომელსაც ტურისტების მიზიდვის პოტენციალი ნამდვილად აქვს, არამედ ასევე არსებობს შიდა განზომილება ევროკავშირში, სადაც ტურიზმის მინისტრები შეთანხმდნენ შენგენის ზონაში ტურიზმის აღდგენის ერთობლივ გეგმაზე. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დამოკიდებულია, რამდენად სწრაფად იმოქმედებს თავად ევროკავშირი. ეს არის სფერო, სადაც რაც შეიძლება მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროპელი ტურისტების სამოგზაურო რუკაზე საქართველო აუცილებელად დარჩეს, მაშინ როდესაც ტურიზმის მინისტრები და სხვები ამ საკითხებს განიხილავენ. ეს ჩემი პრიორიტეტია, რათა საქართველოში არსებული ვითარება ყველასთვის კარგად იყოს ცნობილი“, – განცხადა კარლ ჰარცელმა

მსგავსი თემები

One Thought to ““მოწადინებული ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რათა საქართველო ევროპელი ტურისტების რუკაზე დარჩეს” – კარლ ჰარცელი”

  1. Nice blog here! Also your site a lot up very fast!
    What host are you the use of? Can I am getting your associate hyperlink to your
    host? I desire my web site loaded up as quickly as yours lol