მოსკოვში, გიორგი დანელიას ემშვიდობებიან

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ცნობილ ქართველ რეჟისორ გიორგი დანელიას ემშვიდობებიან. სამოქალაქო პანაშვიდი მოსკოვის კინოს სახლში მიმდინარეობს.

რუსული მედიის ინფორმაციით, პანაშვიდს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დაესწრო და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით სამძიმრის წერილი წაიკითხა. წაიკითხეს ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმარი.

„მის შემოქმედებაში თითქმის ყველა ქვეყნის, ყველა ეროვნების წარმომადგენელი თავისთვის ახლობელ გარემოს ნახულობს, რაც სიკეთისა და სიყვარულის, ერთგულებისა და ადამიანური სისუსტეების სევდანარევი ღიმილით წარმოაჩენ ხელოვანს, მსოფლიო კულტურის განუყოფელ ნაწილად აქცევს“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმარში.

ცერემონიაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც მივიდა.

რეჟისორი გიორგი დანელია 4 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.

მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები