“მოსკოვიდან ამენთო წითელი და სხვათა შორის, თქვენი სამსახურის მეშვეობით” – კვიციანი გომელაურს

„ბატონო ვახტანგ, წეღან ვთქვი, როგორ წამოვედი მოსკოვიდან. იმ მოსკოვიდან ამენთო წითელი და სხვათა შორის, თქვენი სამსახურის მეშვეობით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს“, – ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა წევრმა, ემზარ კვიციანმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს.

როგორც კვიციანმა აღნიშნა, ქვეყანაში ყველა მიმართულებით წითელია ანთებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გომელაურმა კვიციანს კითხვით მიმართა, თუ რომელ წელს მოხდა ეს. მან კი უპასუხა:

„თქვენ მაშინ არ მუშაობდით, მაგრამ თქვენი იქ მუშაობის დროს არ ჩაქრა ის წითელი, რატომღაც. იქნებ, გამოსვლისას ჩამოკრათ იმ ე.წ. შტეფსელს და გამორთოთ ეს წითელი, ყველა მიმართულებით წითელი რომ არის ანთებული, მათ შორის, სასამართლოში. სასამართლო გაშეშებულია, ვერაფერს აკეთებს“, – განაცხადა კვიციანმა.

ცნობისთვის, პარლამენტში ფრაქციების ფორმატში მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრები დღესაც გრძელდება. ამ დროისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა ფრაქცია  „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრებთან იმართება.

მსგავსი თემები