„მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა პოლიციას, დაუშინა ჯოხები და ქვები“ – ცხადებენ შსს-ში

პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკაშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო. საუბარია, პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებაზე.

„ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით დილის რვა საათიდან მობილიზებული იყო კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი. ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა პოლიციას, დაუშინა ჯოხები და ქვები, რის შემდეგაც, დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება მოხდა. ადგილზე მყოფი მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს. დაზიანდა პოლიციის ტექნიკა, დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეები. ჯამში, სამედიცინო დახმარება გაუწიეს 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს“ – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამ დროისათვის, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 16 დაშავებული რჩება. მათი ძირითადი ნაწილი სამართალდამცველები არიან.

მსგავსი თემები

One Thought to “„მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა პოლიციას, დაუშინა ჯოხები და ქვები“ – ცხადებენ შსს-ში”

  1. suba suba

    FrKSaw This is really interesting, You are a very skilled blogger. I have joined your feed and look forward to seeking more of your excellent post. Also, I ave shared your site in my social networks!