“მოსახლეობა სურსათს შეუფერხებლად მიიღებს” – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში, მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის საკითხები განიხილა.

“ჩვენ რეგულარულად გვაქვს შეხვედრები, ფაქტიურად ყოველდღიურად, მოწოდების ჯაჭვის ყველა რგოლთან. დღეს გვქონდა სავაჭრო ქსელებთან შეხვედრები იმისთვის, რომ საგანგებო სიტუაციას დარგი შეხვდეს მომზადებული. გავიარეთ კონკრეტულად ცხრა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არის გასათვალისწინებელი იმისთვის, რომ ქსელებმა სრულყოფილი ფუნქციონირება შეძლონ. ჩვენი სამინისტრო კოლეგებთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ონლაინ რეჟიმში მუშაობს, რომ ლოჯისტიკური საკითხები მოგვარდეს და სურსათის უზრუნველყოფის და მიწოდების კუთხით არ იყოს შეფერხებები, ასევე ფასების კუთხით ზუსტად ეს საჭირო საკითხები განვიხილეთ,” – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები

One Thought to ““მოსახლეობა სურსათს შეუფერხებლად მიიღებს” – ლევან დავითაშვილი”

  1. read now

    victor cruz jersey have been decided by field goals. However, there are many different levels based on ability.