“მოსამართლემ, პრაქტიკულად, მუშაობა ამიკრძალა, “მთავარი არხის“ პარალიზება უნდათ” – ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესს აფასებს. 

გვარამიას თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანი „მთავარი არხის“ პარალიზებაა. 

„ჩემს პროცესზე დამხვდა ივანიშვილის მორიგი გასაბერი ზვიგენი გიორგი არევაძე. ეს ის მოსამართლეა, რომელიც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეს იხილავს. ყოველ კვირას 2 პროცესი ჩანიშნა ერთი თვის განმავლობაში და, პრაქტიკულად, მუშაობა ამიკრძალა.

„მთავარი არხის“ პარალიზება და არასასურველი პირისთვის დროულად ყალბი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა – ესაა ამ ნაძირალა ფსევდომოსამართლის ამოცანა. უზურპატორი უნდა დავამხოთ და ყველა უკანონო დავალების შემსრულებელი ციხეში, მოსამართლიან პროკურორიანად“, – წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია. 

შეგახსენებთ, გამოძიების მტკიცებით, ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით  „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო  6 763 510  ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

მსგავსი თემები