“მოსაზრება, რომ ნიკოტინს აქვს დამცველობითი უნარი კოვიდის საწინააღმდეგოდ, არის მითი” – ამირან გამყრელიძე

“თამბაქო პირიქით, ამძიმებს კოვიდ ინფექციას, მწეველი ადამიანები უფრო მოწყვლადი ხდებიან, უფრო ადვილად უვითარდებათ სხვადასხვა გართულებები, მათ შორის სამწუხაროდ ფატალური გამოსავლით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძემ თამბაქოს მოხმარების გავლენებზე „თამბაქოს გარეშე“ მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე, ფეისბუქლაივისას ისაუბრა.

„რაც შეეხება თამბაქოს და კოვიდს. ორივე აზიანებს სასუნთქ სისტემას და სასუნთქი სისტემების გავრცელებას უწყობს ხელს. ერთის მხრივ, თამბაქოს ერთ-ერთი მოდების წერტილი არის, ისეთი დაავადება, როგორიცაა ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, რომელსაც დაახლოებით ყოველწლიურად ორიდან სამ მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე მიაქვს და სწორედ გულსისხლძარღვთა სხვა დაავადებების, თამბაქოსა და კოვიდის შეუღლება, უკვე მრავალი კვლევით დადგინდა. არის კოვიდის მეტად უფრო დამძიმების და უარესი გამოსავლის პირობა, ამიტომ მოსაზრება, რომ ნიკოტინს აქვს დამცველობითი უნარი კოვიდის საწინააღმდეგოდ, არის მითი და ხრიკი, ეს არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ამის შესახებ დისკუსიას შევეშვათ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – თამბაქო პირიქით, ამძიმებს კოვიდ ინფექციას. ეს ადამიანები უფრო მოწყვლადი ხდებიან, უფრო ადვილად უვითარდებათ სხვადასხვა გართულებები, მათ შორის სამწუხაროდ ფატალური გამოსავლით“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები