მომწონს ქალი პრეზიდენტის იდეა – აკაკი ზოიძე

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი აკაკი ზოიძე უჭერს პრეზიდენტის თანამდებობაზე ქალი კანდიდატის წარდგენის იდეას, თუმცა, განიხილება თუ არა “ქართული ოცნების” მხრიდან მხარდაჭერილ კანდიდატად დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, ინფორმაცია არ აქვს.

“იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. ზოგადად მომწონს ქალი პრეზიდენტის იდეა და ვიზიარებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის არგუმენტებს, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ “მთავარში“.

 

მსგავსი თემები