„მომავალ პარლამენტში „ოცნებასთან“ ურთიერთობა ბევრს მოუნდება და კოალიციაშიც მასთან იქნებიან“ – მირიან წიკლაური

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, დეპუტატ მირიან წიკლაურის განცხადებით, პროპორციული და უბარიერო სისტემით ჩატარებული არჩევნები შესაძლოა,  კრიზისის საფუძველი გახდეს. როგორც წიკლაურმა „მედიაცეტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში მოხვდებიან, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას მოინდომებენ.    

„ძირითადი, რაც ამ მთავრობას ევალება არის ის, რომ ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდობიანად მიიყვანოს. საკმაოდ მძიმე პირობებში გვიწევს და მოგვიწევს მუშაობა. საარჩევნოდ უნდა მოემზადოთ. არჩევნები კონკურენტუნარიანი იქნება. ევროპული გამოცდილებით, კოალიციური მთავრობები არც თუ ისე მყარია, ძალიან ძნელად ყალიბდებიან. არის საფრთხე იმისა, რომ პროპორციული, უბარიერო არჩევნები კრიზისების საფუძველი გახდეს. როცა ვერც ერთი პარტია მოიპოვებს უპირატესობას, ასეთ შემთხვევებში ხდება გარიგებები პარტიებს შორის, რაც იწვევს კრიზისს. ევროპა ამას იტანს, ჩვენს ქვეყანას კი გაუჭირდება. პოლიტიკური ვაჭრობის შესაძლებლობაც რეალურია“ – განაცხადა მირიამ წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე შეფასებით, მომავალ პარლამენტში დაახლოებით 7-8- პოლიტიკური პარტია მოხვდება და მათი მომავალი საქმიანობაც „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირდება.

„ვფიქრობ, პარლამენტში უმრავლესობა ისეთი პოლიტიკური სპექტი იქნება, რომელსაც სურვილი ექნება „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობის. შესაბამისად, კოალიციაც მასთან ექნება და ძირითადი მმართველი ძალა ისევ „ქართული ოცნება“ იქნება“ –  განაცხადა დეპუტატმა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.   

მსგავსი თემები