მომავალი წლიდან პენსიის ზრდა იგეგმება 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის გეგმებში პენსიის  ზრდა შედის. მისივე ინფორმაციით, მატება  დაახლოებით 20 ლარი იქნება. 

პრემიერ-მინისტრის კანდიდატმა პარლამენტში გამოსვლისას სოცილურ პაკეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაკეტი სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.

“მთავრობა მიზნობრივ სოციალურ პროგრამებზე მუშაობას გააგრძელებს. ეს საჭიროა  მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად. გაფართოვდება შშმ პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები. მათ შორის დაგეგმილია სახელმწიფო პენსიების ზრდა 2019-2020 წლებში 20-20 ლარის ოდენობით, რისთვისაც ჩვენ საშუალოვადიან ბიუჯეტში გავითვალისწინეთ დამატებით დაახლოებით 400 მლნ ლარი“, – განაცხადა ბახტაძემ.

მსგავსი თემები