მოლდოვის პრემიერი რეფორმების გატარებაში დახმარებას მიხეილ სააკაშვილს სთხოვს

მოლდოვის პრემიერ-მინისტრს, მაია სანდუს სურს, რომ, იუსტიციის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით,  დახმარება მიიღოს საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისგან.

„ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სააკაშვილის მმართველობის პერიოდის სპეციალისტებთან. ჩვენ ვამუშავებთ იუსტიციის სისტემის რეფორმირების პროექტებს. ბატონი სააკაშვილი ახლა მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში უკრაინაში და ძალიან დაკავებულია, მაგრამ, აგვისტოს ბოლომდე, ჩვენ გვექნება საუბარი ამ თემაზე“, – განაცხადა მაია სანდუმ.

მოლდოვის პრემიერის თქმით, ახლა ბიუჯეტში არ არის თანხა უცხოელი ექსპერტების გუნდის მოსაწვევად, თუმცა, მაია სანდუს საერთაშორისო პარტნიორების დახმარების იმედი აქვს.

მიხეილ სააკაშვილმა ადრე გამოხატა მხარდაჭერა სანდუს მთავრობის მიმართ და განაცხადა, რომ მზად არის დახმარებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

მსგავსი თემები