მოზარდს, ცხვირის ოპერაციისას გული გაუჩერდა

18 წლის გოგოს გული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გაუჩერდა. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მას ცხვირის ძგიდის ოპერაცია უტარდებოდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, გოგონას გული, ოპერაციის დაწყებამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გაუჩერდა.

“18 წლის უმწიკვლო ბავშვი მოგვიკლეს. ჯერ ოპერაციაც არ იყო დაწყებული. არავინ გამოდის, რომ რამე გვითხრას. მარტო დაჩეხეს ბავშვი და მოკლეს. ცხვირის ძგიდე ჰქონდა და ვერ სუნთქავდა, ამისთვის მოვიდა აქ. ნარკოზში მოკლეს ბავშვი, ოპერაცია არ იყო დაწყებული. ალბათ დიდი დოზა მისცეს,” – აცხადებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრი.

მათივე ინფორმაციით, გოგონამ, ოპერაციის დაწყებამდე ექიმს ჰკითხა გადარჩებოდა თუ არა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მსგავსი თემები