“მოვძებნით 12 ლიდერს, ილია ჭავჭავაძეც 12 ინჟინერს ეძებდა”- მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე და მისი ახლად დაფუძნებული მოძრაობა “ლელო”, ეძებს 12 ლიდერს ყველა სფეროში.

როგორც მამუკა ხაზარაძემ, ანაკლიაში, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ პრეზენტაციაზე აღნიშა, 112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძის მკვლელობა და დღეს, 12 სექტემბერს მისი მოძრაობის პრეზენტაცია დამთხვევაა.

„მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია – 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12-ს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო, 12 კაცს ლიდერს და 12 ქალს ლიდერს რაიონში, რადგან ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, თითოეულის გადასარჩენია. ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს. 112 წლის წინ, 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა, დამერწმუნეთ. დღესაც 12 რიცხვია. ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს, ილია ჭავჭავაძეც 12 ინჟინერს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, რომ ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარტიას, ის და ბადრი ჯაფარიძე ოქტომბერში დააფუძნებენ. 

მსგავსი თემები