“მოვითხოვთ მათ დასჯას, ვინც გადატრიალებისკენ მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს” – ია მეტრეველი

კორტებთან ჩაცხრილული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ამ წუთებში “მედიაცენტრ მთავარში” პრესკონფერენციას მართავს.

ია მეტრეველი ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ და დასაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ხალხს გადატრიალებისკენ და საქართველოს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ია მეტრეველი საპროტესტო აქციებს აანონსებს.

” მოვითხოვთ იმ ადამიანების სასწრაფოდ დასჯას, რომლებიც აქციის მონაწილეების გადატრიალებისკენ და საქართველოს პარლამენის შენობაში შესვლიკენ მოუწოდებდნენ. მოვითხოვთ, დადგეს სასწრაფოდ ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, მოგვიწევს ქუჩაში გამოსვლა. ჩვენ მთელი წელია ვიდექით ქუჩაში და 1 ფოთოლი არ ჩამოვარდნილა ხიდან, ის, რაც ამ დღეების განმავლობაში ვნახე, წარმოუდგენელია, ასეთი გავეშებული ხალხი დიდი ხანია არ მინახავს. არ არის გამორიცხული რაღაც ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყვენენ,”- განაცხადა ია მეტრეველმა.

შვილმოკლული მშობლების პრესკონფერენცია “მედიაცენტრ მთავარში” ამ წუთებში მიმდინარეობს.

მსგავსი თემები