“მოვითხოვთ ბოლოს და ბოლოს დაისაჯონ დამნაშავეები!” – ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსი” 30 ნოემბერს, საღამოს 6 საათზე თბილისში, სპორტის სასახლეში შეკრებას გეგმავს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, “პატრიოტთა ალიანსის“ მთავარი მოთხოვნა წინა ხელისუფლების დასჯა და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება.

“ჩვენ მოვითხოვთ ბოლოს და ბოლოს დაისაჯონ დამნაშავეები! დამთავრდეს პოლიტიკური სპექტაკლები. მითუმეტეს, წინა რეჟიმის მთავარ ფიგურანტებთან მიმართებაში არსებობს მთავარი პროკურორის ყოფილის მოადგილის საჯარო განცხადება. მოვითხოვთ: შეასრულოს “ქართულმა ოცნებამ” დაპირება და ჩავატაროთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. გვახსოვდეს, რომ “ქართული ოცნება” ამ სპექტაკლში მონაწილეობს, რათა 2020 წლის პარლამენტში მეორე ძალად კვლავ შეიყვანოს ნულოვანი რეიტინგის მქონე სააკაშვილი და ბოკერია,” – აცხადებს ირმა ინაშვილი.

მსგავსი თემები