მობილობის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა ცნობილია

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობის ვადების თანახმად, მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია 2019 წლის 31ივლისს დაიწყო და 21 აგვისტოს 18.00 სთ-ზე დასრულდება.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საიტზე – students.emis.ge

მობილობის საფასური 40 ლარს შეადგენს. შედეგები საიტზე 26 აგვისტოს აისახება, 27-დან სტუდენტმა უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და წარუდგინოს პირადი საქმის მასალები.

სტუდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შესაძლოა, დადგენილი ჰქონდეთ ჩარიცხვის გარკვეული წინაპირობები.

მსგავსი თემები