“მიხეილ კალანდია საპყრობილეში მსხვერპლად გამწესებული ახალგაზრდაა“, – ადვოკატი 


„მიხეილ კალანდიას მიმართ არსებული საქმის მასალებისა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების სრული ანალიზის შედეგად შემიძლია განვაცხადო, რომ მიხეილ კალანდია არის მმართველი პოლიტიკური ძალისა და მასთან სასარგებლო ალიანსში მოკალათებული, საქართველოს პარლამენტის მოჩვენებით ოპოზიციად ქცეული ე.წ ევრონაცების ერთობლივი პროექტის შედეგად, საპყრობილეში მსხვერპლად გამწესებული ახალგაზრდა, რომელსაც მხოლოდ შეუსრულდა 18 წელი“ – აცხადებს „მედიაცენტრ მთავართან“ ადვოკატი ზურაბ თოდუა. 

ადვოკატი იმ გარემოებებზე საუბრობს, რის გამოც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონო პატიმრად ითვლება.

„1. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ პირდაპირ გასცა მითითება მიხელ კალანდიას მიმართ დევნის დაწყების შესახებ (ამ დროს ეს უფლება მხოლოდ პროკურორის დისკრეციაა);

2. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ “დასკვნა” მიიღო საქმის მასალების არასრულყოფილად შესწავლის შემდეგ (კომისიას არც უნახავს საქმის საიდუმლო მასალები, რომელიც, დაახლოებით 1000 გვერდამდეა (სულ სამი ტომი). მეტად საინტერესო მიზეზი გააჩნია ამ ყოველივეს – საქმის მწარმოებელი თანახმა იყო გადაეცა კომისიისათვის საიდუმლო სამი ტომი ერთადერთი პირობით – მიეღო წერილობითი პირობა საიდუმლოს გაუთქმელობაზე. იუკადრისა საგამოძიებო დროებითმა კომისიამ – ჩვენ კანონმდებლებს როგორ გვიბედავ, სისხლის სამართლის საპროცესო მუხლებით ხელმძღვანელობასო. ამ დროს, მხოლოდ ეს მუხლებია სახელმძღვანელო – ანუ, კანონმდებელმა მოუწოდა აღმასრულებელს მის მიერვე მიღებული კანონის დარღვევა). არ დაარღვია შსს-მ კანონი, არ წაიკითხა საგამოძიებომ სამი ტომი და მიუხედავად ამისა, დაასკვნა – დაიწყოს დევნაა მიხეილ კალანდიას მიმართ;


3. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ცალსახად გამოკვეთილი პათოსია არა დაზარალებული სარალიძის, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პოლიტპატიმრის სტატუსის მაძიებელი განმცახდებლის – ივანე მერაბიშვილისათვის მტკიცებულებების მოპოვება (რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ამ კომისიაში საგამოძიებო“პარადი” ივანე მერაბიშვილის ადვოკატ – ოთო კახიძეს მიჰყავს, რასაც ხელს უწყობს საგამოძიებო კომისიის თავჯდომარე სერგი კაპანაძე. სწორედ ამ ორი ინიციატივით, კომისიაზე მოწმედ მოიწვიეს საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ეკიპაჟის მეწყვილე ვინმე კუპრავა, რომელსაც თურმე რაღაც გამოძიება დამოუკიდებლად უწარმოებია და მისი შედეგები თურმე მნიშვნელოვანი შეიძლებოდა, ყოფილიყო პატივსადები საგამოძიებო კომისიისადმი.


4.  სწორედ ამ ძალების პოლიტიკურ ინტერესში შედის მ.კალანდიას მიმართ მიმდინარე სხდომის დახურვა, ანუ საზოგადოებისაგან მალულად ჩატარება“.   
                                                
როგორც ზურაბ თოდუამ მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მიხეილ კალანდია საპყრობილეში სრულიად უკანონოდაა მოთავსებული, რაც მოქმედი პოლიტიური ძალისა და მოჩვენებითი ოპოზიციური ძალის ერთობლივი შეთანხმების შედეგია. „ეს გარიგება ემსახურება ერთადერთ მიზანს – “ოღონდ არ იყოს ბუნტი”. ობიექტური და მიუკერძოებელი სასამართლო განსჯადობის პირობებში მ. კალანდიას დაცვა ამას დაამტკიცებს“ – აცხადებს ადვოკატი.  

მსგავსი თემები