მიხეილ კალანდიას სასამართლო დღეს გაიმართება, პროცესზე ზაზა სარალიძეს დაკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლო, დღეს, 12:00-ზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას – ზაზა სარალიძეს დაზარალებულის სტატუსით დაკითხვას. სასამართლო პროცესამდე კი, 11:00 საათზე, სარალიძის დაცვის მხარე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

როგორც ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის სასამართლოზე შუამდგომლობას დააყენებს და დახურული პროცესის გასაჯაროებას მოითხოვს. კალანდიას ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა, მის მიმართ სს საქმე უნდა შეწყდეს და გათავისუფლდეს.

დაზარალებული ზაზა სარალიძე კი აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობა სწორედ მიხეილ კალანდიას მხრიდან დაიგეგმა და მან მოკლა დათო სარალიძე.

როგორც ზაზა სარალიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, დანარჩენს სასამართლო პროცესზე იტყვის.

მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით 2019 წელს დააკავეს.  მას პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მსგავსი თემები