“მიშა თუ ჩემი დასაცავი გახდებოდა, რა მეგონა” – ცოტნე გამსახურდია

„შევარდნაძემ გაგრასა და სოხუმში სანადირო თოფებით დატოვა მებრძოლები და ქართველების სისხლის კალო დაატრიალა და ერთი კრინტი არ ამოუღია ქოცობას, სამხედრო პატივით დაკრძალეს!“- ამის შესახებ ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

„ტვინგაქოცებულები რომ წერენ, მიშამ ჩააბარა ტერიტორიებიო. მიშა თუ ჩემი დასაცავი გახდებოდა, რა მეგონა, მაგრამ საქართველოს მიწას ეხება საქმე და უნდა დავწერო, ვინც ვერ გაიგებს, მისი დედაც იქ!

ნებით და დიდი სურვილით, ბანტით ჩააბარა სააკაშვილმა?! გასაგებია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები არ უნდა დაეწყო და ვერ გათვალა რა მოყვებოდა, მაგრამ ისედაც ხომ ვერ აკონტროლებდა საქართველო იმ ტერიტორიას?! ერგნეთის ბაზრობაზე იწყება და მთავრდება თქვენთვის ქართული ინტერესები, ხიხოს ვაჭრუკანებო!? შევარდნაძემ გაგრასა და სოხუმში სანადირო თოფებით დატოვა მებრძოლები და ქართველების სისხლის კალო დაატრიალა, და ერთი კრინტი არ ამოუღია ქოცობას, სამხედრო პატივით დაკრძალეს! მიშას ტერიტორიების დაბრუნება არ უნდოდა, გამიზნულად დასაკარგად დაიწყო ის, რაც დაიწყო, თუ შევარდნაძესავით?! პუტინი რომ შემოსულიყო და რუსეთის არმიას ერთი ადგილით ჩამოეკიდა, უნდოდა? ნაცები წითელ ხიდზე გარბოდნენო – მეორე წუთას რომ იძახით, და რატომ გარბოდნენ, მიტომ დაიწყეს შიდა ქართლის დაბრუნების მცდელობა, რომ ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ?! საერთოდ უჯრედი დაგრჩათ ტვინში?!

აი, ბიძინეს გაცხადებული გეგმა ნამდვილად იყო, საქართველოს საკითხი მოეხსნა საერთაშორისო დღის წესრიგიდან, რათა რუსეთი აღარ შეეწუხებინა! დაგუგლეთ “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკური პროგრამა, იძებნება. ახლა ეს დედამოხნულები ამბობენ – რუსები საზღვარს მოყვებიან, მერე რაო, მიშამ ჩააბარა ეგ ტერიტორიებიო! ახლა იმაზეც გასუსულები არიან, რაც საზღვრის აქეთაა, ხაშურია! გასუსულები კიარა, უკაცრავად, რამდენიმე თვის წინ ბიძინემ განაცხადა, რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა სამშობლოს ღალატიაო!

ხვდებით ახლა, ვინაა სამშობლოს მოღალატე, თუ კიდევ ვერა?“, – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები