“მის პლანეტა 2018” ქართველი მომღერალი ნინი შერმადინია

​ბულგარეთში გამართულ სილამაზისა და ტალანტის საერთაშორისო კონკურსზე – „მისის პლანეტა 2018“, რომლის მონაწილეები გათხოვილი და განათხოვარი ქალები იყვნენ, საქართველოს სახელით მონაწილე, ახალგაზრდა მომღერალმა, ნინი შერმადინმა გაიმარჯვა.

​ის ჯერ ნახევარფინალში გავიდა. 8 ნოემბერს კი, გამარჯვება ფინალურ ტურშიც მოიპოვა. შერმადინმა ჟიური თავისი გარეგნული და ვოკალური მონაცემებით მოხიბლა.

პირველ ემოციებს მომღერალი თავის გულშემატკივრებს სოციალურ ქსელით უზიარებს და მადლობას უხდის ყველას იმ სიყვარულისთვის, რომელიც მისთვის არ დაიშურეს.

როგორც ნინი შერმადინი განმარტავს, აღნიშნული კონკურსის მიზანი იყო წარმოეჩინათ წარმატებული, შრომისმოყვარე და თვითდაჯერებული ქალები.

“მეგობრებო მიჭირს იმ ემოციის გადმოცემა, რაც მე გუშინ განვიცადე. მე წარვადგენდი საქართველოს “მისის პლანეტა 2018”- ზე. ეს არ გახლავთ სილამაზის კონკურსი, ეს არის წარმატებული ქალბატონების კონკურსი სადაც ფასდება ინტელექტი, ტალანტი, ხასიათი, შრომისმოყვარეობა, სილამაზე და თვითდაჯერებულობა. ეს არ არის სამოდელო კონკურსი, სადაც მოდელები გამოდიან თორე მასე ჯერ არ გავგიჟებულვარ მანდ გავსულიყავი. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი ლანძღვით არიან დაკავებული მინდა ვუთხრა რომ ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ ჟიური და ხალხი, როგორ უდგას ფეხზე საქართველოს და არა მე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ეკას Eka Mgaloblishvili ფატუნას და ირინა პაპაზოვას რომ მაიძულეს და დამარწმუნეს, ამ არაჩვეულებრივი კონკურსის მონაწილე ვყოფილიყავი, რამაც კიდევ უფრო შემმატა საკუთარი თავის რწმენა. დიდი მადლობა ყველას სიყვარულისთვის!”, – წერს მომღერალი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კონკურზე ნინიმ შეასრულა ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა თინა ტერნერის რეპერტუარიდან

მსგავსი თემები