“მისაღებია, საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს სრული ტერიტორიის ფარგლებში, სპეკულაციები და კუდის მობმები სრულიად ზედმეტია”- თამარ ჩუგოშვილლი

“კონფერენციაზე, გამართული დისკუსია არ ნიშნავს ნატო-ს პოლიტიკის ცვლილებას საქართველოს მიმართ ან საქართველოს პოლიტიკის შეცვლას ნატო-ს მიმართ, – ასე შეაფასა, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა, საერთაშორისო კონფერენციაზე რასმუსენის განცხადება, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით

თამარ ჩუგოშვილი თქმით, რასმუსენის განცხადება იყო დისკუსიის ნაწილი, სადაც, ​განიხილებოდა სხვადახვა შესაძლებლობა, საქართველო როგორ შეიძლება უფრო მიუახლოვდეს ნატო-ს წევრობას.

„გვაქვს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული და ვართ მუდმივად ამ ოკუპაციისა და წნეხის ქვეშ. ამ კუთხით იყო დისკუსია და არ ვფიქრობ, რომ ეს იმსახურებდა ასეთ ვნებათაღელვას. საქართველოს პოლიტიკა და ამოცანა არის, გახდეს ნატო-ს წევრი საერთაშორისოდ აღიარებულ ჩარჩოებში, მთლიანად ჩვენი ტერიტორიით და ნატო-ს სურვილიც არის ეს, მას შემდეგ, რაც გარკვეული წინაღობები დაიძლევა. ეს წინაღობები როგორ დაიძლევა და რანაირად, ეს უკვე არის გლობალური პოლიტიკის, საქართველოს მუშაობის, ნატო-ს მუშაობის საკითხი. ჩვენთვის მისაღებია, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს სრული ტერიტორიის ფარგლებში. ამიტომ, სპეკულაციები და კუდის მობმები ამ თემაზე არის სრულიად ზედმეტი და ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი თემები