“მირჩევნია მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში”, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა, ილია ჯიშკარიანმა, საავადმყოფოში გააკეთა.
“ჩოხა მცმია და მიგალობია, მე არ შემიძლია ამ ტიტულით, ქვეყნიდან გასვლა”, – აცხადებს ჯიშკარიანი.
თანაშემწის ცემასა და სექსუალური ხასიათის ქცევაში ბრალდებული დეპუტატი, დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ სიმართლის დასადგენად იბრძოლებს.
ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი ხვალ ჩაინიშნა.
ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. საკრებულოს დეპუტატს ბრალად ედება, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ცემა. პროკურატურამ დაზარალებულად ცნო თავად თამთა თოდაძე.