„მირზა სუბელიანს მისივე ოჯახის თხოვნით შევხვდი“ – ვიქტორ ჯაფარიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ვიქტორ ჯაფარიძე პენიტენციალურ დაწესებულებაში ყოფნას არ უარყოფს.

როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, დასამალი და გასაიდუმლოებული მას არაფერი აქვს, მათ შორის არც ის, რომ ციხეში იმყოფებოდა და პატიმარს შეხვდა.

„მირზა სუბელიანს საპატიმროში რამდენჯერმე სევხვდი და ეს მოხდა მისივე ოჯახის თხოვნით. ვადასტურებ, რომ ჩვეი საუბარი შედგა, დასამალი არც არაფერია. პენიტენციალურ დაწესებულებაში შესვლის უფლება მქონდა. მე იქ ვიყავი როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, როგორც დეპუტატი. ვისაუბრეთ, თუმცა, მე მირზას საუბარი სერიოზულად არ ჩამითვლია. იმ ჩანაწერებს, რაც გავრცელდა, არც ახლა ვუყურებ სერიოზულად. შესაბამისად, მის საუბართან დაკავშირებით რეაგირებაც არ მომიხდენია. არასერიოზულია ეს ყველაფერი“, – აღნიშნა ჯაფარიძემ „მთავართან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ ფარული ჩანაწერები გაავრცელა, სადაც დეპუტატი და პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანი მის პატიმრობასთან, პატიმრობის პირობებთან, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე და ასევე სხვა თემებზე საუბრობენ.

მსგავსი თემები