მირზა სუბელიანის შვილს არ ჰქონდა შემხებლობა მკვლელობასთან – ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩის საქმეზე 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრებმა, ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განმარტებების მოისმინეს.

როგორც ყოფილი მთავარი პროკურორი აცხადებს, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2 მოზარდის მკვლელობის საქმეში თანამშრომლის შვილი ფიგურირებდა, გასცა კონკრეტული მითითება, დაედგინათ მირზა სუბელიანის შვილის ბრალეულობა, ანუ რა როლი ჰქონდა არასრულწლოვანს მკვლელობის ნაწილში.

​​შოთაძის შეფასებით, ჩატარდა ყველა საგამოძიებო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან.

“ვინაიდან ჩვენი თანამშრომლის შვილი ფიგურირებდა, გავეცი კონკრეტული მითითება, მაგრამ იმ მითითების გაცემა, რომ გამოიკვეთოს ბრალდებული, მით უმეტეს მკვლელობის საქმეზე, იქ ჩემი ჩარევის საჭიროება არ არსებობდა. მაგრამ ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული ფაქტი, სადაც საუბარი იყო მირზა სუბელიანის შვილის შესაძლო მონაწილეობაზე და ჩემთვის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს წარმოადგენდა. ჩემი მოსაზრება დღევანდელი გადმოსახედიდან ის არის, რომ ჩატარდა ყველა საგამოძიებო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან. ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ დეპუტატების კითხვებზე პასუხისას.

მისივე თქმით, მკვლელობიდან 30 დღის განმავლობაში ყველა შესაძლო და საჭირო, 600-ზე საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა. იგი სრულ ნდობას უცხადებს პროკურორებს, რომლებიც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მას, მთავარი პროკურორის რანგში ინფორმაციას აწვდიდნენ.

“მე რომ წავიკითხო ეს სისხლის სამართლის საქმე, ან ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმე, იმდენი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება შეიძლება თავში მომივიდეს, ამაზე ახლა არ დავიწყებ საუბარს. ჩემთვის ჩემი პროკურორების მოსაზრება და შეფასება სისხლის სამართლის საქმისა, რასაც ისინი მაწვდიდნენ და რის შესახებაც მერე მე საჯაროდ ვსაუბრობდი, სანდო და მისაღებია დღესაც“ , – აცხადებს ირაკლი შოთაძე.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, პროკურატურა მკვლელობის საქმის არაკეთილსინდისიერად გამოძიებაში დაადანაშაულა და საპროტესტო აქცია გამართა, რასაც მოსახლეობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა მოჰყვა.

მსგავსი თემები

8 Thoughts to “მირზა სუბელიანის შვილს არ ჰქონდა შემხებლობა მკვლელობასთან – ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩის საქმეზე ”

  1. I was recommended this website by my cousin. I’m not sure whether this post is written by him as no one
    else know such detailed about my difficulty. You are amazing!
    Thanks!

  2. This is my first time pay a visit at here and i am truly happy to read
    everthing at alone place.

  3. Hey there! I just wanted to ask if you ever have any issues with hackers?
    My last blog (wordpress) was hacked and I ended
    up losing several weeks of hard work due to no data backup.
    Do you have any solutions to protect against hackers?

  4. Hi there, yup this piece of writing is genuinely nice and I have learned
    lot of things from it on the topic of blogging. thanks.

  5. Howdy! Would you mind if I share your blog with my myspace group?
    There’s a lot of people that I think would really enjoy your
    content. Please let me know. Thanks

  6. What’s Going down i am new to this, I stumbled upon this I’ve discovered It absolutely useful and it
    has helped me out loads. I’m hoping to contribute
    & aid different customers like its aided me.
    Great job.

  7. This piece of writing is genuinely a good one
    it helps new the web visitors, who are wishing in favor of
    blogging.

  8. It’s in fact very difficult in this busy life to listen news
    on TV, thus I just use internet for that reason, and take the newest information.