“მინიმუმ 6 მილიონი გვაქვს დაკარგული ამ ტურისტული ემბარგოს გამო” – სოსო შატბერაშვილი

“მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოსო შატბერაშვილის განცხადებით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუარესებამ და რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესებამ, საქართველოს ბიუჯეტს, მინიმუმ 6 მილიონი ლარის ზარალი მოუტანა. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართული აქციის მიზანიც ეს იყო.

როგორც სოსო შატბერაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საფრთხის ქვეშ არიან.

“მართალია, სახელმწიფო გადატრიალება ვერ შედგა, მაგრამ აქციის მონაწილეებმა გარკვეულად მიაღწიეს თავის მიზანს. საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, რომელიც არ ბრწყინავდა ბოლო დროს, მაგრამ მეტ-ნაკლებად დამთბარი იყო, არიეს. შარშან 8 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა საქართველოში და აქედან 6 მილიონი რუსეთიდან იყო. თუ ამ 6 მილიონს გავამრავლებთ მინიმუმ 1000 ლარზე, გამოვა 6 მილიარდი. ე.ი, ჩვენ უკვე 6 მილიარდი გვაქვს დაკარგული აი ამ ტურისტული ემბარგოს გამო. ფულადი გზავნილების მიხედვით, რუსეთი დგას პირველ ადგილზე მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად. რაც მთავარია, ჩვენი თანამოქალაქეეები არიან იქ აბსოლუტურად დაუცველები. აი, სადამდე მიგვიყვანა სააკაშვილის აღვირახსნილმა, თავხედურმა მოქმედებებმა, მისმა რევანშის, სისხლის წყურვილმა,” – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები