“მინდა, ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ”- გავრილოვი საქართველოში მოგზაურობას გეგმავს

რუსი დეპუტატი, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მთავარი გმირი სერგეი გავრილოვი, ახლო მომავალში საქართველოში, შესაძლოა პილიგრიმად მოგვევლინოს. დეპუტატი თბილისში სტუმრობას საშემოდგომოდ გეგმავს.

როგორც გავრილოვი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, მზად არის, თუნდაც ხვალვე, თბილისში დაბრუნდეს.

“მე ძალიან მინდა, მე მაქვს პირადი გეგმები. ჩვენ ვგეგმავდით შემოდგომაზე ბავშვებთან ერთად ჩასვლას და პილიგრიმობას, როდესაც სიცხეები გადაივლის. მე მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ იმიტომ, რომ ისეთი ადგილი, როგორც საქართველოა, სხვა ჩვენ არ გვაქვს,“- ამბობს რუსი დეპუტატი.

გარდა ამისა, გავრილოვი აცხადებს, რომ თბილისში ჩამოსასვლელად, მან რუსეთის პატრიაქრ კირილისგან კურთხევა მიიღო.

მსგავსი თემები