“მიმინო”, “აფონია”, “არ დაიდარდო”… ეს ყველაფერი დანელია იყო – რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა

რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი რეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. 

“Джентльмены удачи”, “Афоня”, “Кин-дза-дза!”, “Мимино” ეს ყველაფერი დანელია იყო , – წერს რეჟისორის შესახებ რუსული პრესა.

მათივე ინფორმაციით, გიორგი დანელია თებერვალში, მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში, ფილტვების ანთების დიაგნოზით დააწვინეს. მოგვიანებით ის ექიმებმა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს.  

გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს თბილისში დაიბადა. მალევე მის ოჯახს საცხოვრებლად მოსკოვში მოუხდა წასვლა. გასული საუკუნის 50-იან წლებში დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურული სასწავლებელი და ქალაქის პროექტირების ინსტიტუტში არქიტექტორად მუშაობდა. 

1959 წელს დანელიამ დაამთავრა “მოსფილმის” უმაღლესი სარეჟისორო კურსები მიხეილ კალატოზოვის ხელმძღვანელობით, რის შემდეგაც, კინოსტუდიაში დამდგმელ-რეჟისორად დაიწყო მუშაობა. 

1960 წელს ეკრანებზე გამოვიდა მისი სადებიუტო ნამუშევარი, რომელიც გადაიღო ვერა პანოვის ამავე სახელწოდების თხზულება “სერიოჟას” მიხედვით. ფილმმა საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი მოიპოვა. ​
​ფართო აღიარება დანელიას 1964 წელს, კომედიამ – “მე მივაბიჯებ მოსკოვის ქუჩებში” («Я шагаю по Москве») მოუტანა. მის სხვა კინონამუშევრებს შორის არის – “ოცდაცამეტი”, “არ დაიდარდო”, “აფონა”, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ფილმი “მიმინო”. 

გიორგი დანელია ხშირად, თავად წერდა სცენარს თავისივე ფილმებისთვის, ან თანაავტორი იყო. ის რამდენიმე ფილმში, ეპიზოდურ როლშია გადაღებული. 

თარგმნა შორენა პაპაშვილმა

მსგავსი თემები

285 Thoughts to ““მიმინო”, “აფონია”, “არ დაიდარდო”… ეს ყველაფერი დანელია იყო – რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა”