“მივესალმებით ისტორიულ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გადადგა” – ევროპარლამენტარები

საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ევროპარლამენტის ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერი ერთობლივი განაცხადებით ეხმაურებიან.

„მივესალმებით ისტორიულ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გადადგა, როდესაც დაამტკიცა საარჩვენო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ოქტომბრის არჩევნებზე ამოქმედდება. ცვლილებებს მესამე და ბოლო მოსმენაზე 150-დან 117 დეპუტატმა მისცა ხმა. ეს საქართველოს დემოკრატიული ცხოვრების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პოზიტიური იმპულსი შენარჩუნდება და გაგრძელდება პირველ და 2 ივლისს საარჩევნო რეფორმის კენჭისყრის დროსაც, რომელიც მიმართულია ეუთო-სა და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირის) წარსული რეკომენდაციების შესრულებაზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მთავარ პოლიტიკურ პარტიას, მიიღოს მონაწილება კენჭისყრაში 8 მარტს შეთანხმების სულისკვეთებით და ხელი შეუწყოს საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას. ჩვენ ასევე ვსარგებლობთ შემთხვევით და ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ექვსი წლის საიუბილეო თარიღს. საქართველოს მრავალწახნაგოვან, შთამბეჭდავ რეფორმაზე დაყრდნობით, ჩვენ ველოდებით კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის განმტკიცებას ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანაში და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები

4 Thoughts to ““მივესალმებით ისტორიულ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გადადგა” – ევროპარლამენტარები”

  1. Like!! I blog frequently and I really thank you for your content. The article has truly peaked my interest.

  2. I learn something new and challenging on blogs I stumbleupon everyday.

  3. I like this website very much, Its a very nice office to read and incur information.