“მიდის მსჯელობა იმაზე, რამდენად დასაშვები იქნება, რომ აბიტურიენტმა პირბადის გარეშე იმუშაოს” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მიდის მსჯელობა იმაზე, რამდენად დასაშვები იქნება, რომ აბიტურიენტმა პირბადის გარეშე იმუშაოს.

„მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი რეკომენდაცია გავიარეთ და შენიშვნებიც მივიღეთ. საზოგადოების მოლოდინი, გარკვეულწილად, არაერთგვაროვანი იყო. პირბადე არის ბარიერი იქ, სადაც სხვაგვარი ბარიერის შექმნა შეუძლებელია, ვგულისხმობ პლასტიკატის, გამჭვირვალე ბარიერს, რომელიც იცით, რომ მაღაზიაში ან ავტობუსის მძღოლების შემთხვევაში შევქმენით.

განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მაგიდების ადაპტირება გააკეთა და შექმნა ბარიერით აღჭურვილი მაგიდები. ამდენად, იქ სადაც უკვე უშუალოდ მუშაობას შეუდგება აბიტურიენტი და იქნება მის წინ ბარიერი, ახლა მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ამ შემთხვევაში რამდენად დასაშვები იქნება, რომ იმუშაოს პირბადის გარეშე. ამ დღეებში ჩვენ გვექნება დაზუსტებული პასუხი ამასთან მიმართებაში.

ვენტილატორებთან და კონდიცირებასთან დაკავშირებით, ასევე, ძალიან ბევრი დებატია და, ჯერჯერობით, კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ, რასაც ჩვენ ვაპირებთ გამოცდების პროცესში”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან დაიწყება.

მსგავსი თემები

2 Thoughts to ““მიდის მსჯელობა იმაზე, რამდენად დასაშვები იქნება, რომ აბიტურიენტმა პირბადის გარეშე იმუშაოს” – თამარ გაბუნია”

  1. Its like you read my thoughts! You seem to grasp so much about this, like you wrote the e book in it
    or something. I believe that you simply can do with some % to drive the message home
    a bit, but other than that, this is fantastic blog.
    An excellent read. I’ll definitely be back.

  2. Great article! We are linking to this particularly great article on our website.

    Keep up the good writing.