“მთელი პანდემიის პერიოდში ველოდებოდი, ოპოზიციას მოთმინება როდის აღარ ეყოფოდა” – რატი იონათამიშვილი

“მთელი პანდემიის პერიოდში ველოდებოდი, ოპოზიციას როდის აღარ ეყოფოდათ მოთმინება და მთავარი ქვეცნობიერი ზრახვებს ცნობიერში როდის გააჟღერებდნენ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები როგორი ფორმატითაც არ უნდა ჩატარდეს, მათ ამ გზით წარმატების მიღწევის შესაძლებლობა არ აქვთ.

„ოპოზიციას გული დაწყდა, რომ სცენარი, რაც დადგმული ჰქონდათ ამ პერიოდში ხელიდან გამოეცალათ და დიდი რესურსი, რაც ჩაყრილი ჰქონდათ, რომ დესტაბილიზაცია ყოფილიყო, ერთი ხელის მოსმით ფუჭი გახდა. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ფუჭი იყო და ისინი ამ გზით ჩვენს ქვეყანაში წარმატებას ვერასდროს მიაღწევდნენ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები როგორი ფორმატითაც არ უნდა ჩატარდეს, მათ ამ გზით წარმატების მიღწევის შესაძლებლობა არ აქვთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი თემები