მთაწმინდის ოლქში ვერც ერთმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. უბნის მონაცემების მიხედვით, ლადო კახაძემ ხმების 41 % მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 6 036 ხმა.

„ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მიიღო ხმების 36,83%, რაც რაოდენობრივად 5 422 ხმაა.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში სულ 31 უბანი იყო გახსნილი და უკვე დათვლილია ყველა უბნის მონაცემები. მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დანარჩენი კანდიდატები, რომლებმაც ხმათა 1%-ზე მეტი მიიღეს, არიან: გერმანე საბო 4,76%, ლევან იოსელიანი – 6,55%, კობა დავითაშვილი – 2,91%, სოფიო ხორგუანი – 2,64%, გრიგოლ გეგელია -3,14%.

მსგავსი თემები