მთავრობის სახელით მოსახლეობას ყალბი ხმოვანი შეტყობინებები ეგზავნება და აპანიკებენ

სოციალურ ქსელში, მოსახლეობას აუდიო ჩანაწერი ეგზავნება, სადაც  პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა ნახსენები.  კერძოდ, ახალგაზრდა მამაკაცი საუბრობს, რომ მას შეხვედრა ჰქონდა გიორგი გახარიასთან და ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა, რომელსაც არ ამხელენ.

ჩანაწერის შინაარსი მოსახლეობაში პანიკის თესავს. ზოგი მას იჯერებს, ზოგიც – არა. ადამიანი,  ვინც მოსალოდნელ საფრთხეებსა და კატასტროფულ ვითარებაზე  საუბრობს, აღნიშნავს, რომ ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხის შესახებ პრემიერ-მინისტრისგან მიიღო და მალე ქვეყანაში გარდაცვლილთა და დაავადებულთა რაოდენობა ასეულ ნიშნულს ასცდება.

„მედიაცენტრი მთავარი“ აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის აპარატს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ ეს არის „ყალბი ინფორმაცია“, რომელიც მოსახლეობამ არ უნდა დაიჯეროს.  როგორც პრემიერი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, ისარგებლონ მხოლოდ ოფიციალური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციით და ამ მიზნით ფუნქციონირების მთავრობის ოფიციალური გვერდი stopcov.ge

https://stopcov.ge/?fbclid=IwAR2SW4E2wc9HrZOuToOMXZKgpMxvdATaBT7hu-Pc6ArBlHNINMy29ekF6Ck

მსგავსი თემები