„მთავარია, ახლა გავარკვიოთ ბავშვი რატომ მოგვიკლეს“ – გიორგი შაქარაშვილის ოჯახი

„ჩვენი ინტერესია, გავერკვეთ, გიორგი როგორ აღმოჩნდა მდინარეში. მოწმეები დაგვეხმარონ და მათი ინტერესი დაფასდება,“ – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

მირიან ნიკოლაძე 17 პირის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის ოჯახის მთავრი კითხვაა თუ როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა ფეხბურთელი მდინარეში.

„გარდა იმის, რაც ერთი შეხედვით ჩანს, ხორციელდება უამრავი საგამოძიებო მოქმედება. ერთი წამით არ შეფერხებულა რეჟიმი და იმედი გვაქვს მივუახლოვდებით იმ ამოცანის ამოხსნას, რაც ყველას ასე გვაინტერესებს. პატიმრობაში დატოვების შესხებ გადაწყვეტილებას, 17 პირის მიმართ ვეთანხმები, სასამართლო პროცედურებით ყველაფერი გაირკვევა.

მე მოვუწოდებ ყველა ბრალდებულს, ვინც მონაწილეობდა გიორგის დევნაში, რომ თუკი რამე იციან დაგვეხმარონ. ჩვენი ყველაზე დიდი ამოცანაა გავერკვეთ გიორგი როგორ აღმოჩნდა მდინარეში. არსებობს ქვე ვერსიები, რომელზედაც ღიად არ ვსაუბრობთ, რადგან მტკიცებულებები გვინდა. რომ გითხრათ, რომ პირველადი კვალიფიკაციით რამე წყდება ეს არ იქნება მართალი, უნდა გამოიკვეთოს დამნაშავე და დასაჯოს. მთავრია ახლა გავარკვიოთ ბავშვი ვინ მოგვიკლა, თუ მოგვიკლა,“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მსგავსი თემები