„მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ, ვერ დავრჩები სახლში, მე უნდა ვიმუშაო“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს ოჯახური კავშირებიც მაქსიმალურად შეზღუდონ და მეგობრულიც.

„სამწუხაროდ, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება. დღეს, რაც გვაქვს შემთხვევები, ეს არის ან ოჯახური კლასტერები ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები. ეს არ ნიშნავს, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკონ, მაგრამ, ასეთ დროს, მაქსიმალურად უნდა შევავიწროვოთ კონტაქტი ოჯახებს შორისაც და ახლო მეგობრებს შორისაც. ეს არ ნიშნავს რომ ერთმანეთს არ უნდა დაველაპარაკოთ, მაგრამ მანძილი უნდა დავიცვათ. ღია სივრცეში ეს უნდა იყოს მინიმუმ ერთი მეტრი და ნახევარი, დახურულ სივრცეში კი 2 მეტრი.  ის სიტუაცია, რაც დღეს თბილისშია, დაახლოებით იგივეა, რაც ევროპის ბევრ ქვეყანაში“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, მკაცრი გაფრთხილება ეხება 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს.

„მთავარი რეკომენდაცია – 65 წლს გადაცილებული ვინც არის, მაქსიმალურად სახლში უნდა დარჩეს და არ გამოვიდეს გარეთ. ეს ყველას ეხება, ექიმსაც და არა ექიმსაც. მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ, მე ვერ დავრჩები სახლში, მე უნდა ვიმუშაო“ – განაცხადა იმნაძემ.  

მსგავსი თემები