“მზად ვიყავი, სინოდზე დამეჩოქა და შანსი მიგვეცა მეუფე პეტრესთვის“ – სასულიერო პირი

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ სასულიერო პირმა, მეუფე პეტრეს განცხადებები შეაფასა და მის ბრალდებებს ცილისწამება უწოდა

მეუფე საბა გიგიბერიას განცხადებით, სინოდის სხდომაზე ის ერთადერთი სასულიერო პირი იყო, რომელიც ცდილობდა სინოდი დაერწმუნებინა შეენდოთ მეუფე პეტრესთვის.  

“მეუფე პეტრეს განცხადება დაუსაბუთებელი ბრალდებაა. ადამიანმა შეიძლება ყველაფერი თქვას მაგრამ, როცა მას დაუსაბუთებელი ბრალდებები აქვს, ესაა ცილისწამება. წმინდა სინოდი ცდილობდა, მეუფე პეტრეს გამოეთქვა სინანული. მღვდელმთავარმა ეკლესიაში თუ პრობლემებია უნდა ისაუბროს სინოდზე. მან დაარღვია ეს კანონიკური კუთხე და სინოდის ნაცვლად საჯაროდ ისაუბრა. ეს იყო დაუსაბუთებელი ბრალდებები. მან გადაგვიჭრა ყველა გზა. მზად ვიყავი, სინოდზე დამეჩოქა და შანსი მიგვეცა მეუფე პეტრესთვის, მაგრამ მან გადაჭრა ყველა გზა”,- განაცხადა სასულიერო პირმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრე სინოდმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა.

მსგავსი თემები