“მე ვარ დაინტერესებული, ვინ არის გრიგოლ ვაშაძის უფროსი ვაჟი” – თეიმურაზ გორჯესტანი

სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი, გრიგოლ ვაშაძის შვილს დებატებში იწვევს და ინტერესდება, რატომ არ მონაწილეობს მამის საარჩევნო კამპანიაში, – ეს განცხადება თეიმურაზ გორჯესტანმა სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა, სადაც ის დედასთან ერთად მივიდა.

„მე ერთი კითხვა მაქვს. მე აქ ვარ, სამ დღეში ქეთევანი პარიზიდან ჩამოდის, მე ლონდონიდან ჩამოვედი და კითხვა მაქვს, ნოდარ ვაშაძე სად არის? მოსკოვში? არ ვიცი, მაგრამ, ერთი შეთავაზება მაქვს. ჩვენ კითხვებს ვპასუხობთ, გამოვდივართ ტელევიზორში, რომ გაგვიცნოთ და იცოდეთ, როგორც ამომრჩევლებმა, თუ ვინ არის სალომე ზურაბიშვილის ოჯახი, ვინ არიან მისი შვილები. მე ვარ დაინტერესებული, ვინ არის გრიგოლ ვაშაძის უფროსი ვაჟი. თუ დათანხმდება, თუ ჩამოვა და იცის ქართული, მზად ვარ დებატებში გამოვიწვიო, სადაც გინდათ, როგორც გინდათ, მოვილაპარაკოთ. ეს არის ქართული ვაჟკაცობა, მოვილაპარაკოთ, რა არის საქართველო, ქართული კულტურა და ქართული ენა. მე მზად ვარ, როცა გინდათ, ბატონო ნოდარ!“ – განაცხადა თეიმურაზ გორჯისტანმა.

მსგავსი თემები