მე არ ვირჩევ დას, მე ვირჩევ პრეზიდენტს – ოთარ ზურაბიშვილის მიმართვა ქართულ საზოგადოებას 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი და მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, მხარდაჭერას უცხადებს მისი ძმა, საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე ოთარ ზურაბიშვილი.

როგორც იგი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ მისი და სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური შეხედულებები ხშირად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ არსებობს პრინციპები, რომლებსაც არც ერთი მათგანი არ ღალატობს, – საქართველოს ისტორიული მტერი იყო და არის რუსეთი, რომელიც დღესაც ცდილობს საქართველოს დაპყრობას.

ოთარ ზურაბიშვილი ქართველ ამომრჩეველს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს, როგორც პროფესიონალს, კომპეტენტურ და გამოცდილ პოლიტიკოსს.

„ვარ დაბადებული და გაზრდილი საფრანგეთში პოლიტიკურ-ისტორიული ემიგრანტის ოჯახში. ახალგაზრდობიდან ვიყავი ჩართული საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მხარს ვუჭერდი ქართულ ეროვნულ მოძრაობას. წლების მანძილზე ვიყავი საფრანგეთის ქართული სათვისტომოს დირექტორატის წევრი და 12 წელია, რაც ვარ მისი თავმჯდომარე. რასაკვირველია, გამოვხატავ არა სათვისტომოს პოზიციას, არამედ ჩემსას.

ჩემს დას, სალომეს და მე გვქონდა განსხვავებული პოლიტიკური და აზრები და კიდევაც გვაქვს ზოგიერთ საკითხებში, მაგრამ გვერდიგვერდ გავიზარდეთ იმ ოჯახში, სადაც სუფევდა ის მუდმივი პრინციპების, რომელსაც ჰქვია საქართველოს სუვერენიტეტი და საქართველოს დამოუკიდებლობა.ნათელი არის ორივესთვის, რომ საქართველოს ისტორიული მტერი იყო და არის რუსეთი, რომელიც დღესაც ცდილობს საქართველოს დაპყრობას. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ კრემლი იყენებს ყოველგვარ ყოფილ საბჭოურ მეთოდებს, რომ სალომეს პრეზიდენტობა აირიდოს. დღევანდელი მიუღებელი  კამპანიის ტონი არის ამის მაჩვენებელი.

მომავალი პრეზიდენტის  ინსტიტუტი არის ძალიან განსხვავებული. კანონმდებლობა აძლევს საშუალებას პრეზიდენტს, რომ არ იყოს ჩართული პარტიულ ბრძოლაში და იყოს ყველა ქართველის წარმომადგენელი. დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები გვაძლევს იმ უნიკალურ შანსს, რომ დავასუსტოთ რუსეთის მუქარა და გავაძლიეროთ ჩვენი ერი. 30-წლიანი ევროპული, ფრანგული და ამერიკული გამოცდილება სწორედ აძლევს სალომეს ამ შესაძლებლობას.

სრულიად შეესაბამება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებები სამ მთავარ მიზანს: პროგრამა მიძღვნილი ქართული საზოგადოებრიობის კონსოლიდირების მიმართ. საზოგადოების გამოყვანა მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებიდან, მისი დამშვიდება და გაერთიანება. საქართველოს, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, რომელსაც გაადვილებს სალომეს ევროპული და ამერიკული აპარატების ცოდნა და პერსონალური  კავშირები. გაფართოება ქართლი დიასპორასა და საქართველოს შორის ურთიერთინტერესებისა და მათი დაბრუნების პირობების შექმნა.

სალომეს ინიციატივით მიღწეული კონსტიტუციური და საკანონმდებლო ორმაგ მოქალაქეობაზე გვაძლევს ამის საშუალებას. ამ სამი მიზნის მიღწევა, საზოგადოების, საერთაშორისო და დიასპორისკენ მიმართული გეგმები მოგვიტანს ძალას და იარაღს რუსეთის საფრთხის დაშორების.

მე არ ვირჩევ პარტიას, არამედ ვირჩევ პრეზიდენტს. მე არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს, როგორც პროფესიონალი, ვირჩევ მის კომპეტენტურობას და გამოცდილებას. მე ვირჩევ ადამიანს, რომელიც არის საქართველოსთვის საუკეთესო არჩევანი“, – ამბობს ვიდეომიმართვაში ოთარ ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები