“მე არ ვარ პოლიტიკაში ჩართული და არც ვაპირებ” – თენგიზ ცერცვაძე

“ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაციას ცდილობს, ვისაც სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა”, – ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა გუბაზ სანიკიძის კრიტიკას.

„არასოდეს არ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ პოლიტიკაში. სახელმწიფოს ბრძოლის პროცესი კორონავირუსის წინააღმდეგ, ჩემი ღრმა რწმენით, ევროპაში საუკეთესოა და ვის რა უნდა, ის თქვას. ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს, მაშინ საქმიანობა უნდა მოგიწონონ და საქმიანობას არ გვიწონებენ. ეს ის ხალხია, ვინც ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაციას ცდილობს, ვისაც სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა. მე არ ვარ პოლიტიკაში ჩართული და არც ვაპირებ, მაგრამ თუ ყველას გზა გახსნილი აქვს პოლიტიკაში ჩასართავად, ექიმებს ვინმემ აუკრძალა?!“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

“სახელს გაუფრთხილდით, პოლიტიკა არაა თქვენი საქმე”, – ურჩია გუბაზ სანიკიძემ თენგიზ ცერცვაძეს.

მსგავსი თემები

One Thought to ““მე არ ვარ პოლიტიკაში ჩართული და არც ვაპირებ” – თენგიზ ცერცვაძე”

  1. Judi online pulsa

    Thanks-a-mundo for the blog article.Much thanks again. Really Great.