„მეც მინდა ფული მქონდეს“ – ლგბტ-ები ალაპარაკდნენ

18-24 ივნისს ლგბტ საზოგადოება თბილისში მასშტაბურ მსვლელობა-კვირეულს გეგმავს. საზოგადოების არაერთგზის პროტესტის მიუხედავად, ისინი კვირეულზე უარს არ ამბობენ და ამ საზოგადოების შევიწროებაზე საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ, საჯაროდ არაერთხელ წამოაძახეს, რომ ამ ყველაფერს ფულის საშოვნელად აკეთებდნენ, ისინი მსგავს შეფასებებს ჩაგვრად და შევიწროებად აფასებდნენ.

ნინო ბოლქვაძე ლგბტ საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი, აქტივისტი, ბორდის წევრი და დამცველია. ის აღიარებს, რომ მისი მიზანი ფულის შოვნაა, რადგანაც მატერიალური არაფერი გააჩნია.

„მეც მინდა, რომ ფული მქონდეს, არანაირი მატერიალური ქონება არ გამაჩნია, მაქვს მცირე შემოსავალი, აღარ ვთანამშრომლობ ლგბტ ნჯო-ებთან. მიხარია, რომ არ მყავს არანაირი უფროსი. რასაც ვთვლი საჭიროდ, იმას ვაკეთებ. იდეების ერთგულება რას ნიშნავს, ვერ გაგაგებინეთ“ – წერს ნინო ბოლქვაძე „ქართული მარშის“ ერთ-ერთ ლიდერს სანდრო ბრეგაძეს, რომელიც ლგბტ საზოგადოების მიერ დაგეგმილი მარშის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ მათი მთავარი ინტერესი სწორედ ფულის შოვნაა.

სანდრო ბრეგაძე ნინო ბოლქვაძეს ასე პასუხობს: „ხო და, დაასვენე ეს უმცირესობები. რა გინდა? ცხოვრობენ, მუშაობენ, სწავლობენ, ერთობიან. ფულის გაკეთება მოგინდათ ვაჭარაძესავით და გეი-აღლუმი მოიფიქრეთ. ვერ ხვდები, რომ ამით აგრესიას აძლიერებთ? თუმცა, საზარბაზნე ხორცად მიგაჩნიათ ლგბტ, ესაა სიმართლე“.

ის რომ, ლგბტ საზოგადოებას საქართველოში არავინ დევნის, ის, რომ მათ საჯაროდ გამოსვლის და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა არ გააჩნიათ, ამის შესახებ „მედიაცენტრი მთავარი“ რამდენიმე დღის უკან წერდა. იხილეთ ბმული:




მსგავსი თემები