„მეუფე პეტრეს “მოქალაქე პეტრეს”მოხსენიება შეურაცხყოფაა, ის ხარისხიდან განკვეთილი არ არის“ – დეკანოზი

„მეუფე პეტრეს სტატუსთან დაკავშირებით, ხშირად, მედიასაშუალებები არასწორად მოიხსენიებენ. ეს კი საზოგადოებაშიც გაურკვევლობას იწვევს. ბოლომდე ვერ გაერკვია საზოგადოება სინოდმა, კონკრეტულად რა გადაწყვეტილება გამოიტანა მეუფე პეტრესთან დაკავშირებით“ – განაცხადა  კანონიკური სამართლის კათედრის გამგემ, დეკანოზ ლონგინოზ სუარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე და მეუფე პეტრეს ხარისხთან დაკავშირებით ისაუბრა.

„მეუფე პეტრე ხარისხიდან არ გაკნვეთილა. მას დროებით აეკრძალა მღვდელმოქმდების უფლება. მას საეპისკოპოსო ხარისხი შენარჩუნებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მოხსენიება ხდება ისე როგორც აქამდე – ეპისკოპოსი-მიტროპოლიტი პეტრე. მისი მოხსენიება მამაოს, ბერის სახელით არასწორია და გარკეულწილად არაკორექტულიც. მას ვიხსენიებთ, როგორც მეუფე პეტრეს. მას მიტროპოლიტის სტატუსი შენარუნებული აქვს“ – განაცხადა დეკანზმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები