მესტიაში ზვავი ჩამოწვა

მესტიის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე დღიანი უხვი ნალექის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 94 კმ-ზე, სოფელ დიზის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

შედეგად გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის შეჩერებულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, გზის გახსნას რამდენიმე საათი დასჭირდება.

მსგავსი თემები