„მესიჯებითა და ინბოქსებით მართვას არ მაკადრებენ, გამორიცხულია“ – ლადო კახაძის ინტერვიუ „მთავართან“

მე ესეთი ვარ.  მათ იციან, რომ უპარტიო ვარ. მე ვერ ვიქნები მესიჯებით და ინბოქსებითმართული და ამას არ მაკადრებენ, გამორიცხულია,“ – ასეთია მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ექიმ ლადო კახაძისპოლიტიკური გზავნილი.  

რა ხვდება პოლიტიკაში – ჟანგბადი თუ საწამლავი;  რას უპირებს ორსული ქალების მთელ წყებას, რომლებიც მის იმედად არიან;  როგორ მოახერხებს დროის შემდეგნაირად განაწილებას – პაციენტი-პარლამენტი-პაციენტი; რა შეთანხმება დადო და რა პირობა მიიღო „ქართული ოცნებისგან“; რა არის ქვეყნის ძირითადი, თანმხლები და გართულებული დაავადება? როგორ დაეხმარა მას უცნობი ბიძინა ივანიშვილი? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „მედიაცენტრმთავარს“  ექიმი ლადო კახაძე ესაუბრა.     

ლადო კახაძე: ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ამ გადაწყვეტილებას ბებიაჩემი  როგორ შეხედავდა.  ის იყო საცერი, სადაც გაშალაშინდებოდა, გაიცრებოდა ყველაფერი, რადგან ამ ქალმა ძალიან რთული პერიოდი გამოიარა. მთელი ოჯახი გაუნადგურეს და ყველაფერი წაართვეს. ყველაფერი გაიარა და არ დაეცა. ბებიაჩემი მეგრელი ქალია და მისი სიტყვები არის ასეთი –  „ონჯღორე ვა ძირა“ , ანუ,  თავი არ შეირცხვინო – ო . შენ შეიძლება  შეგრცხვეს, მაგრამ თავი არ შეირცხვინო-ო. თუ თავი შეირცხვინე, მეც შემარცხვენო-ო.  

მედიაცენტრი მთავარი“:  თქვენ პოლიტიკოსობა ერთხელ უკვე გამოსცადეთ, იცით, რომ პოლიტიკა, მეტნაკლებად, ტალახთანასოცირდება, გეკუთვნით თუ არა, იმსახურებთთუ არა, ტალახს მაინც გესვრიან. ყველაფრისთვის მზად ხართ?

ლადო კახაძე:  20 წელი გავიდა მას მერე, რაც მე პოლიტიკაში ვიყავი. არცერთ ადამიანთან ურთიერთობა არ შემიცვლია. ბევრი რამ არც მახსოვს პირადად, მაგრამ ადამიანები მოდიან და მადლობას მიხდიან.

მედიაცენტრი მთავარი“: თუმცა იყო სიბინძურე და ტალახიც

ლადო კახაძე:  იქნება, თუმცა, ოპონენტების მხრიდან ნაკლებად. ალბათ, პოლიტიკაში ესეც საჭიროა. ამისთვის მზად უნდა იყო.  გარეთ, რომ გამოდიხარ ჰაერის ჩასასუნთქად, როგორ ფიქრობთ, იქ მარტო ჟანგბადი დაგხვდებათ? იქ იმდენი საწამლავი დაგხვდებათ და იმის იმედად, რომ ჟანგბადია, შენ მაინც გამოდიხარ გარეთ და ჩაისუნთქავ. მე მზად ვარ ყველაფრისთვის. სხვანაირად არ გამოვა.

მედიაცენტრი მთავარი:“ მიდიხართ პოლიტიკაში  და ტოვებთ პაციენტებს?

ლადო კახაძე: რაც ვიცი, ის არის, რომ 24 საათიანი დრო უნდა გავანაწილო. მთელი წყებაა ორსულების , რომელთაც მონიტორინგი უტარდებათ, არის უამრავი ქალი, რომელსაც ცუდი საშვილოსნოს მდგომარეობა აქვს და ვუწევთ მონიტორინგს და დაკვირვებას. ამას მე წლებია ვაკვირდები. ისინი იმედად არიან. არიან კაცები, რომლებსაც პროსტატის პრობლემა აქვთ და იმედად არიან, რომ მე შეცდომა არ მომივიდეს და თუკი დროზეა ჩასარევი, დროზე ჩავერიო. უამრავი პათოლოგიაა.

პირველად, როდესაც საუბარი მქონდა ამ თემაზე და ეს საკითხი წამოიწია, ცალსახად მხარდაჭერა მივიღე იმ გუნდის მხრიდან, რომლის სახელითაც არჩევნებში მონაწილეობა უნდა მივიღო.  ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა არის, რომ ამ პაციენტებს არ უნდა ჩამოვშორდე.

ვაპირებ, შევათავსო და სწორად გავანაწილო დრო. ერთი უხერხულობა შეიძლება შეიქმნას, რომ ჩემმა სამუშაომ ცოტა ადრე გადმოიწიოს, მაგალითად, არა 10 საათზე, არამედ 8 საათზე მოხდეს პაციენტების დაბარება.  მერე პარლამენტი და საღამოს ისევ პაციენტები.

მედიაცენტრი მთავარი“: პარლამენტში არაერთი ექიმია, რომლებიც  პოლიტიკური სვლით ჯანდაცვის სფეროს, პროფესიულ საქმიანობას ჩამოსცილდნენ.  საკუთარ თავთან ანალოგიურს თუ ხედავთ?

ლადო კახაძე:  დარწმუნებული ვარ, ისინი პრაქტიკოსი ექიმები იყვნენ. ექიმები ძალიან განიცდიან ამას. ჩემი მოწოდებაც იქნება და თუ პოლიტიკოსობას და ექიმობას  შეათავსებენ ცუდი არ იქნება. მათი პროფესიული უნარ-ჩვევები არ უნდა დაიკარგოს.   მე მიყვარს მაგალითებით საუბარი. მე, როგორც ექიმი, გამზარდა მიხეილ სამსონის ძე გიგინეიშვილმა.  ყველაფერი, რაც დღეს პროფესიული კუთხით ჩემს ცხოვრებაში არსებობს, მისი დამსახურებაა. მისი სიტყვები ყოველთვის მახსოვს, საოპერაციოდან გამოიყვანეს ქალი.  ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია. გათენდა მეორე დღე. როგორ უნდა მოიქცეს ექიმი, ვინც ოპერაცია გააკეთა?  პირველი – პალატასთან უნდა გაიარო, ფანჯრიდან შეიხედო, ნახო როგორ მდგომარეობაშია პაციენტი. თუ საბანი აფარებული აქვს ცხვირ-პირზე და გარიყულია, სტრესშია და ფიქრობს, რომ მისთვის დილა არ თენდება, რადგან, დედა უნდა გამხდარიყო და ეს ვეღარ მოხდება ფიზიკურად. ასეთ დროს კარები უნდა გააღო ხმაურიანად, ხმაურიანად შეხვიდე, გაამხნევო, მოუყვე მაგალითები და ცხოვრების ხალისი შეიტანე-ო.

მეორე  –   როდესაც დაინახავ, რომ პაციენტი აქტიურია, ტრიალებს, არ არის გარიყული, იყურება აქეთ-იქით, კარები შეაღე და მოიკითხე – როგორ ხარ? ხომ არ გჭირდები-ო?

მესამე –  თუ დაინახე ქალი სარკეში იყურება, კარები არ შეაღო-ო, რადგან წარსული დავიწყებული აქვს და შენი ხალათის დანახვა არ უნდა-ო.

მედიაცენტრი მთავარი:“ პოლიტიკასთან რა კავშირი აქვს ამ მაგალითებს?

ლადო კახაძე:  ამ მაგალითს პოლიტიკასთან პირდაპირი კავშირი აქვს. სწორედ ეს არის ეს არის პოლიტიკა.  ხალხს შეხმიანება სჭირდება, ხმამაღალი დაძახება სჭირდება და გვერდით დგომა სჭირდება.

მედიაცენტრი მთავარი:“  ლადო კახაძე „ქართულ ოცნებას“ როგორ დაუკავშირდა, რატომ თქვენი კანდიდატურა?

ლადო კახაძე:  თქვენი ბრალია, ჟურნალისტების, პოზიტიურად ვამბობ, უარყოფითად არ გაიგოთ.  მე ვიყავი ჩვეულებრივი ექიმი და არაფერი პრობლემა არ მქონია, მაგრამ ახალგაზრდებიც, “ძველგაზრდებიც”, საზოგადოებრივ აქტიურ საკითხებზე მიკავშირდებოდნენ და აზრს, კომენტარს, შეფასებას, პოზიციას მეკითხებოდნენ. შესაბამისად, აქედან დაინტერესდნენ ჩემი პიროვნებით, ეს თქვენი, მედიის დამსახურებაა.

მედიაცენტრი მთავარი:“ როგორია აპოლიტიკური ლადო კახიძის თვალით დანახული  საქართველო? რა პრობლემებს ხედავთ?

ლადო კახაძე: მე ვხედავ, რომ ადგილზე არ ვდგევართ და ვვითარდებით.  მე ამას ცალსახად ვიძახი. თუმცა, მეტი დეცენტრალიზაცია მინდა.  გადადგმული ნაბიჯები, ჩემთვის, როგორც სოციუმის წარმომადგენელისათვის არასაკმარისია. მთავარია, რომ ჯანდაცვის სისტემამ სოციუმისკენ მოიხედა.  

მედიცინაში არსებობ ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადება და  გართულება. ასეა საზოგადოებაშიც – საზოგადოება ცოცხალია.  არის ძირითადი დაავადება,  არის გართულება და არის თანმხლები დაავადებები.  ჩემთვის ძირითადი დაავადება ტოტალური უნდობლობაა.

მედიაცენტრი მთავარი:“  აქვს თუ არა ამ ტოტალურ უნდობლობას მიზეზი?

ლადო კახაძე: მოსწავლის მასწავლებლის არ სჯერა, პაციენტს ექიმის არ სჯერა, დამნაშავეს მოსამართლის არ სჯერა, იმას ადვოკატის არ სჯერა, იმას პროკურორის არ სჯერა. იმას, თავისივე არჩეული ადამიანის, რომელსაც ხმა მისცა, მეორე დღიდან აღარ სჯერა.  ისევ ჩვენშია პრობლემა, ადამიანებში. მე რამდენი ადამიანი ვიცი, რომელმაც ფეხი დაკარგა, გაიკეთა პროტეზი და დარბის. მეორე თანმხლები დავაადება – ამპარტავნებაა. ამპარტავნობა ყველგანაა. გართულება კი ამ ორის შეჯერებით- დეგრადირებაა.

მედიაცენტრი მთავარი“: როდესაც თემა გაჩნდა, რომ ლადო კახაძე უნდა ყოფილიყო კანდიდატი, გუნდიდან დაგიკავშირდნენ ?

ლადო კახაძე: დიახ, გუნდიდან იყო კავშირი.

მედიაცენტრი მთავარი:“ გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდათ?

ლადო კახაძე: სიმართლე გითხრათ, ძალიან მესიამოვნა.  როგორც ჩანს, ესეთი ლადო კახაძე მოსწონთ. ამას ვეღარ გააშალაშინებენ. მე ესეთი ვარ.  მათ იციან, რომ უპარტიო ვარ. მე ვერ ვიქნები მესიჯებით და ინბოქსებით მართული და ამას არ მაკადრებენ, გამორიცხულია.

მედიაცენტრი მთავარი:“ ბიძინა ივანიშვილს თუ იცნობთ?

ლადო კახაძე: როცა საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ძალიან მიჭირდა.  ბიუჯეტში ფული არ იყო, თუმცა, უცებ გაჩნდა ფული.  საიდან გაჩნდა? ვინ არის? ეს არ ვიცოდი. როცა ხელისუფალი ხარ, გგონია, რომ შენ ხარ პირველი და შენ გინდა რამე გააკეთო, უცნობო კაცი ამაში გეხიდება (ბიძინას ვგულისხმობ) და შენ თავზე იწერ ამას, არადა,  თურმე სხვამ გააკეთა. უღრმესი მადლობა მას ამისათვის. ის ჩემი თაობის კაცია, ჩვენ ერთი თაობიდან მოვდივართ.

მედიაცენტრი მთავარი:“  როგორია თქვენი მოლოდინი შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით?

ლადო კახაძე:  წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც ოქროსფრად დაუხატავ ყველაფერს? არ დაგიჯერებს და ვერ დაგიჯერებს.  ვერანაირად ვერ წამოგყვება და მეც შევირცხვენ თავს. პაციენტს ექიმი არასდროს ჰპირდება. მე მათ ვეუბნები, რომ დავიხარჯები ბოლომდე. მე და ის ერთად ვიბრძოლებთ „დაავადების“ საწინააღმდეგოდ.  საქმეები დაწყებულია არა? მე რომ მივალ,  ნოვაციებს ხომ არ შევთავაზებ, უბრალოდ, ამ პრობლემების ჩემეულ ხედვას ვაჩვენებ.

მაგალითად, თბილისში ყველაზე ხანდაზმული შენობა 225 წელს არ აღემატება.  სეისმო სარტყელი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და ავარიული სახლები ცუდ მდგომარეობაში. შეიძლება, კატასტროფული მდგომარეობა მივიღოთ. ჩემი მთავარი მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება იქნება.

მედიაცენტრი მთავარი:“ სხვა კანდიდატებზე რას იტყოდით?

ლადო კახაძე: კობა დავითაშვილს პიროვნულად დიდ პატივს ვცემ. კანდიდატებს კონკურენტებათ არ აღვიქავ. ჩვენ შეჯიბრში ვმონაწილეობთ, ერთ-ერთი ბოლოში ღირსეულად გავა.

მედიაცენტრი მთავარი:“  თბილისის ყოფილმა მერმა თქვენ საკმაოდ მძიმე სიტყვებით შეგაფასა – „მკვდარზე ვენოკი“, როგორ მიიღეთ გიგი უგულავას ეს სიტყვები?

ლადო კახაძე:  შიგნით მეტკინა, როგორც კაცს, როგორც პოლიტიკოსს -არა. ასაკზეა ლაპარაკი? მკვდარი ვარ? მე ჯერ კიდევ ვაპირებ სიცოცხლეს დიდხანს და ამის გენეტიკური ვალდებულებები მაქვს კიდეც. თუ მკლავს, რატო მკლავს? ჩემს შვილებს უნდა მოუკლა მამა და შვილიშვილებს ბაბუა? ამას ჩემები არ გაპატიებენ და საერთოდ კაცს ენა რატო მისცა ღმერმთმა… ენის თქმაზე კი არ დადის ადამიანი, ტვინის თქმაზე დადის. თუ ტვინმა თქვა, მაშინ საკადრის მიიღებს და თუ ენამ გაასწრო, ამ პრობლემას გამოასწორებენ.

მსგავსი თემები

24 Thoughts to “„მესიჯებითა და ინბოქსებით მართვას არ მაკადრებენ, გამორიცხულია“ – ლადო კახაძის ინტერვიუ „მთავართან“”

  1. I like what you guys are up too. Such smart work and reporting! Carry on the excellent works guys I¦ve incorporated you guys to my blogroll. I think it’ll improve the value of my website :)

  2. Very interesting points you have mentioned, appreciate it for posting. “Nothing ever goes away.” by Barry Commoner.

  3. Hey there are using WordPress for your blog platform? I’m new to the blog world but I’m trying to get started and set up my own. Do you require any coding expertise to make your own blog? Any help would be greatly appreciated!

  4. Thanks for another wonderful post. Where else could anybody get that kind of information in such a perfect way of writing? I have a presentation next week, and I am on the look for such information.

  5. Absolutely indited written content, thanks for information .

  6. I think you have mentioned some very interesting details, regards for the post.

  7. You got a very superb website, Gladiolus I observed it through yahoo.

  8. Wow, superb blog layout! How long have you been blogging for? you make blogging look easy. The overall look of your web site is great, let alone the content!

  9. Howdy! I know this is kinda off topic but I was wondering if you knew where I could locate a captcha plugin for my comment form? I’m using the same blog platform as yours and I’m having trouble finding one? Thanks a lot!

  10. I haven’t checked in here for some time because I thought it was getting boring, but the last several posts are good quality so I guess I’ll add you back to my everyday bloglist. You deserve it my friend :)

  11. Some really excellent info , Gladiolus I discovered this.

  12. Very interesting information!Perfect just what I was searching for!

  13. I would like to thnkx for the efforts you have put in writing this blog. I am hoping the same high-grade blog post from you in the upcoming as well. In fact your creative writing abilities has inspired me to get my own blog now. Really the blogging is spreading its wings quickly. Your write up is a good example of it.

  14. Hmm is anyone else encountering problems with the pictures on this blog loading? I’m trying to find out if its a problem on my end or if it’s the blog. Any suggestions would be greatly appreciated.

  15. I’m not sure where you’re getting your information, but good topic. I needs to spend some time learning much more or understanding more. Thanks for great information I was looking for this information for my mission.

  16. I have been exploring for a bit for any high quality articles or weblog posts on this kind of area . Exploring in Yahoo I eventually stumbled upon this website. Studying this information So i am happy to exhibit that I’ve a very just right uncanny feeling I found out exactly what I needed. I so much no doubt will make certain to don’t fail to remember this site and give it a glance regularly.

  17. I like this web blog its a master peace ! Glad I noticed this on google .

  18. Hello.This article was extremely remarkable, particularly because I was investigating for thoughts on this issue last Thursday.

  19. Please let me know if you’re looking for a article author for your blog. You have some really good posts and I feel I would be a good asset. If you ever want to take some of the load off, I’d really like to write some content for your blog in exchange for a link back to mine. Please send me an email if interested. Cheers!

  20. You could certainly see your enthusiasm in the paintings you write. The sector hopes for even more passionate writers such as you who are not afraid to mention how they believe. Always go after your heart. “A second wife is hateful to the children of the first a viper is not more hateful.” by Euripides.

  21. Thank you so much for providing individuals with an exceptionally remarkable chance to read in detail from this web site. It’s always very great and jam-packed with fun for me and my office co-workers to visit your blog at least 3 times a week to study the latest secrets you will have. And indeed, I am also usually pleased concerning the cool inspiring ideas you serve. Selected two facts in this article are basically the most impressive I have ever had.

  22. Valuable info. Lucky me I found your web site by accident, and I’m shocked why this accident did not happened earlier! I bookmarked it.

  23. obviously like your web site but you have to take a look at the spelling on several of your posts. Many of them are rife with spelling issues and I in finding it very troublesome to inform the truth however I will surely come back again.

  24. Hello! I just would like to give a huge thumbs up for the great info you have here on this post. I will be coming back to your blog for more soon.