„მეორე სინოდი უნდა შედგეს და ეს კაცი გაუშვან ეკლესიიდან, მას მეუფის სტატუსიც არ ეკუთვნის“ – შეტევა ეკლესიაზე

კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრ გიორგი ანდრიაძის ინფორმაციით, შავი ჯიპებში რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ ეპისკოპოსებს დაურიგა, ფარული კამერები იყო ჩამონტაჟებული. შესაბამისად, როგორც ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, საპატრიარქოზე შეტევის შემდეგი ეტაპი სწორედ ამ კადრების ეტაპობრივად გამოშვება იქნება.

„ყველამ იცის, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი რომ ფარულ ჩანაწერებს აკეთებდა. მათ შორის, სასულიერო პირებზე. ლოგიკურია ახალ -ახალ კარებს ველოდოთ პირადი ცხოვრების დეტალების ამსახველს. კარგად გახსოვთ, სააკაშვილმა გარკვეულ ეპისკოპოსებს  შავი ჯიპები რომ ჩამოურიგა ვითომ კეთილი სურვილით. ბუნებრივია, ეს სიკეთით არ ყოფილა გამოწვეული და დიდი ალბათობით, იქ იყო ჩამონტაჟებული ფარული კამერები. მათთვის პროვოკაციის მოწყობა და სპექტაკლების დადგმა ძალიან მარტივია და არც არის გამორიცხული, მორიგი ასეთი  კადრები გამოუშვან“ – აცხადებს ანდრიაძე.

მისივე ინფორმაციით, მეუფე სერაფიმეს მიმართ გაჟღერებული მძიმე დანაშაული სწორედ მსგავსი პროვოკაციის ნაწილია და მეუფე პეტრეს ტიტულიც უნდა ჩამოართვა და ეკლესიიდანაც უნდა გაუშვან.

„სწორედ იგივე განხორციელდა მეუფე სერაფიმეზე, ეს იყო წინასწარ გათვლილი და დადგმული სპექტაკლი. ასე რომ, ამ ძალებისგან შეიძლება, ყველაფერს ველოდოთ. მეუფე პეტრესთვის ცნობილია ის ადამიანები, რომლებიც დიდ ზნეობრივ ცოდვებს ჩადიოდნენ, უნდა დაასახელოს. ჩანერგილი პირები ეკლესიაში დღესაც არიან. ეს მოდის კაგებეს დროიდან და მიზანი ეკლესიის დისკრედიტაცია იყო. საინტერესოა, მეუფე პეტრე ამ ხალხს რატომ არ ასახელებს. მეუფე პეტრეს ეს ტიტული არც უნდა ჰქონდეს და ჯერ კიდევ 10 წლის წინ უნდა ჩამოერთვათ. შიო მღვიმის მონასტერში რომ აგზავნიან ამ კაცს, ეკითხებიან საერთოდ, ინანიებს? ჩემი აზრით და კანონიკაშიც რაღაც გამეგება, მეორე სინოდი უნდა შედგეს და ეს ადამიანი უნდა გაუშვან ეკლესიიდან. გინდა ცალკე ეკლესია შექმნას სარიასთან ერთად და თანაგუნდელებიც წაიყვანოს. მე ეს კაცი მებრალება, ის მოხვდა ზეწოლის ქვეშ. ვაჟბატონ სარიას და პეტრეს რატომ არ ეუბნებით დაასახელოს კიდევ ერთი სხვა მღვდელი. რატომ არ ასახელებს და დაუმტკიცონ ბრალდება“ – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.  

მსგავსი თემები