მემინგემის ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავეს

ქართველი პატიმარი, რომელიც მემინგენის ციხიდან გაიქცა, სამართალდამცველებმა ბავარიაში დააკავეს. პოლიციიის თქმით, ქართველი რომელიც თავდაპირველად თურქ პატიმართან ერთად გაიქცა, მარტო მგზავრობისას დააკავეს. მეორე პატიმარს კი ჯერ კიდევ ეძებენ.

მემინგენის ციხიდან პატიმრები ეზოში სეირნობის დროს გაიქცნენ და ახლოს მდებარე რკინიგზის ხაზის საშუალებით მიიმალნენ. ქართველი პატიმარი ბინის ქურდობის მუხლით იყო ბრალდებული და წინასაგამოძიებო პატიმრობაში იმყოფებოდა.

მსგავსი თემები