“მედდები სიცოცხლის მფარველები არიან და გარშემო მყოფებს სიმამაცით, იმედითა და ნდობით აღავსებენ” – რომის პაპი

“მედდებმა თავიანთი ცხოვრება სხვების სიცოცხლეზე ზრუნვას მიუძღვნეს. ავადმყოფების მკურნალობის დროს ისინი, როგორც სიცოცხლის მფარველები, გარშემო მყოფებს სიმამაცით, იმედითა და ნდობით აღავსებენ”, – ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის მეთაურის მედდის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მიმართვაშია ნათქვამი.

რომის პაპი აღნიშნავს, რომ ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში – დაბადებისას და გარდაცვალებისას, დაავადებისას და განკურნებისას მედდები ადამიანების გვერდით არიან.

„მედდებმა გადაწყვიტეს, თავიანთი ცხოვრება სხვების სიცოცხლეზე ზრუნვას მიუძღვნან. ავადმყოფების მკურნალობის დროს ისინი, როგორც სიცოცხლის მფარველები, გარშემო მყოფებს სიმამაცით, იმედით და ნდობით აღავსებენ. თითოეული ავადმყოფის ისტორია უნიკალურია და მხოლოდ პროტოკოლით გათვალისწინებული ქმედებების შესრულება ზოგჯერ საკმარისი არაა და ასეთ დროს მედდების მხრიდან დამატებითი ზრუნვაა საჭირო. ისინი ადამიანის გვერდით არიან ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში: დაბადებისას და გარდაცვალებისას, დაავადებისას და განკურნებისას.

ამასთან ერთად, პანდემიამ მსოფლიო ჯანდაცვის სისტემის არაერთი ნაკლი გამოააშკარავა. მოვუწოდებ ყველა ქვეყნის მმართველებს, ჯანდაცვის სფეროს უფრო მეტი ფინანსირება გამოუყონ, დაასაქმონ უფრო მეტი მედდა და გააძლიერონ სამედიცინო დაწესებულებები. მედდები იმსახურებენ იმას, რომ მათი შრომა სათანადოდ იყოს შეფასებული“, – წერს პაპი ფრანცისკე თავის მიმართვაში

მსგავსი თემები